2012-05-07
ბრძანება №:456/02-03

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, თსუ-ს "სტაჟირების კომისიის" 2012 წლის  4 მაისის სხდომის #2 ოქმის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დაინიშნონ ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორები:
ა) ვარდოსანიძე ლანა - კანცელარიაში და სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის პირველი ივლისიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. სტაჟიორის საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს კანცელარიის უფროსს ნუნუ ოვსიანიკოვას.
ბ) ლელა კვანტალიანი, ნანა ღირსიაშვილი, თინა სვანიძე – გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 20 ივლისამდე. სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს გაზეთის რედაქტორს ნინო კაკულიას.
გ) ლიკა მელაძე, ქეთევან ხაბეიშვილი, გვანცა წერეთელი, თეო ქვარაია – შიდა აუდიტის სამსახურში და სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის პირველ სექტემბრამდე. სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსს ნანა ჯავრიშვილს.
დ) ოთარ კვინიკაძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტში და სტაჟირების   პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის პირველი ივნისიდან 2012 წლის პირველ სექტემბრამდე. სტაჟიორის საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს დეპარტამენტის უფროსს ნათელა ლაცაბიძეს.
ე) სალომე აბრამიშვილი, ლელა არბოლიშვილი, სალომე გოგოხია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 7 აგვისტომდე. სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს თამარ დოლბაიას.
ვ) ლანა ჩახუნაშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 15 მაისიდან 2012 წლის 15 ივლისამდე. სტაჟიორის საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია დაევალოს ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ეკა ლეკაშვილს.

2.    ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირებისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.


  
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება