2016-08-10
ბრძანება №:846/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში პროგრამების "მედიცინა" და “სტომატოლოგია” სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში პროგრამების "მედიცინა" და “სტომატოლოგია” სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-15 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 4 აგვისტოს №1018/32 და 10 აგვისტოს №1029/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის №25964/02, 04.08.2016; №26473/02, 10.08.2016) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
მიეცეთ 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების #1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის პროგრამების "მედიცინა" და “სტომატოლოგია” სტუდენტებს (დანართი №1).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ელიაშვილი