2017-05-25
ბრძანება №:99/01-01

2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (7325/10; 17.05.2017) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) საზაფხულო სკოლაში მონაწილეების შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №101 (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს კონკურსანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ქეთევან ლორთქიფანიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი);
ბ) კომისიის წევრი - თამარ ალფენიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი - ირინა გველესიანი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის მდივანი - ნათია კალანდაძე (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი).
4. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1).
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს      საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                                                               
რექტორის მოადგილე                                            მიხეილ ჩხენკელი                                  
 

« უკან დაბრუნება