2014-06-03
ბრძანება №:589/02-04
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 19 მაისის #520/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ემუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2014 წლის 4 აპრილის №54/01-01 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ. თ.მახარაძის 20.05.2014წ. №15903/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაგისტრანტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 19 მაისის #520/02-04 ბრძანების პირველ პუნქტსა და დანართში. ბრძანების პირველი პუნქტი და დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) ,,1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები 54654.98 ლარით, დანართი №1-ის მიხედვით.“
ბ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე