2017-06-22
ბრძანება №:148/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2017 წლის 13 ივნისის #115/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 ივნისის #9452/10  წერილის  საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით; კურსის ღირებულება თსუ-ის მსმენელებისთვის განისაზღვროს 100 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –  25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა                  

« უკან დაბრუნება