2020-01-10
ბრძანება №:3/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორებისა და ასისტენტების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორებისა და ასისტენტების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის  დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის №23/04 ერთობლივი ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2020 წლის 9 იანვრის N154/31-05 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა    და ასისტენტების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.უნივერსიტეტის  ასისტენტად  3  (სამი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორანტი;
4.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 10 იანვარს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 5 მარტისა.
5.კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

სამართლის ისტორიის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია);
 ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული

კონსტიტუციური სამართლის მიმართულება 
ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული 

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

საერთაშორისო სამართლის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია);
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ბ“ კატეგორია); 
ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული

კერძო სამართლის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ბ“ კატეგორია);
ასისტენტი - 5 საშტატო ერთეული

სამართლის მეთოდების მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

სისხლის სამართლის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია);
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული („ბ“ კატეგორია);
ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული

6. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);       
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამოტივაციო წერილი;
7. ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:
ა) განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამოტივაციო წერილი;
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N117;
9.  ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის    მიღების    მიზნით,    ვალდებულია    გაეცნოს    თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,    წერილობით    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
11. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი," იურიდიული ფაკულტეტი). 
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება