2017-10-05
ბრძანება №:194/01-01

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების დანართი №1-ის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი №1);
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2017 წლის 21 აპრილის "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი   ასიგნებებიდან  წარმატებული  სტუდენტების  წახალისებისა  და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ" №74/01-01 ბრძანება.
3.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება