2015-02-06
ბრძანება №:27/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლის მინიჭების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლის მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების, საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული განსაკუთრებული დამსახურების, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ:
ა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტთან არსებული ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პატიკო ცხადაია;
გ) იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი თევდორე ნინიძე;
დ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კარლო აქიმიძე;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგები დალი ფარჯანაძე და რევაზ ქვარცხავა;
ვ) მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გივი კაციტაძე;
ზ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
თ) ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი-მეცნიერ თანამშრომელი სულხან ნანობაშვილი;
ი) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე იური თევზაძე;
კ) ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ მეუნარგია;
ლ) ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი კობა ხარაძე;
მ) პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნათელა ხეცურიანი;
ნ) რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი გიგლა წურწუმია;
ო) ალექსანდრე თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სილიკატებისა და საშენი მასალების სამეცნიერო–კვლევითი განყოფილების გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ელენა შაფაქიძე;
პ) ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ციტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ცაგარელი და ტრანსლაციური ბიო-მედიცინის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ჭიჭინაძე;
ჟ) ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოსა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე;
რ) ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნოდარ ბერიკაშვილი;
ს) თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გამყრელიძე;
ტ) მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი ავთანდილ კორძაძე;
უ) ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი დავით შენგელია;
ფ) შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, ღვაწლმოსილი რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ კარბელაშვილი;
ქ) არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ყოფილი უფროსი-მეცნიერ თანამშრომელი ირინე ასათიანი და მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ბეროზაშვილი;
ღ) პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი თინა ჩხეიძე.
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული განსაკუთრებული დამსახურების, ხანგრძლივი, წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აწ განსვენებული ასოცირებული პროფესორი ომარ ღლონტი.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა