2017-07-17
ბრძანება №:139/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე, თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 26 ივნისის №9990/31-05 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 9-10 სექტემბერი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე