2010-07-20
ბრძანება №:932/01-04

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” რექტორის 2010 წლის 9 ივლისის №916/01-04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” რექტორის 2010 წლის 9 ივლისის №916/01-04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2010 წლის 9 ივლისის №916/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ბრძანება გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დადგენილი ფორმით უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პროექტის მომზადების ვადა განისაზღვრა 21 ივლისამდე. უნივერსიტეტმა უზრუნველყო ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტუდენტების გარკვეული რაოდენობის ინფორმირება  მათი სტატუსის შეწყვეტის შესახებ. იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ყველა სტუდენტთან დაკავშირება, მიზანშეწონილად ჩაითვალა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ვადის განსაზღვრის შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე და

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 9 ივლისის №916/01-04 ბრძანების მესამე პუნქტში, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადების ვადა გაგრძელდეს მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე.
  2. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო  დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
  3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორი, პროფესორი                            გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება