2016-03-07
ბრძანება №:27/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის   29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანების და  უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილის მ. ელიაშვილის 2016 წლის 29 თებერვლის №8709/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით გათვალისწინებული დანართი №1-ის მე-7 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-7 პუნქტი:
,,7.  მაკა ქობალია – რექტორის მოადგილის თანაშემწე - თსუ I სასწავლო კორპუსში მდებარე №215 ოთახში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,                           
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,                   ერმი ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება