2011-02-17
ბრძანება №:19/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"   24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2010 წლის 27 დეკემბრის №294/02-01 ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2011 წლის 10 თებერვლის№2659/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში ევროპული ენების სწავლების გაძლიერების მიზნით ჩატარდეს მასწავლებელთა ატესტაცია ფილოლოგიური და არასპეციალური მიმართულებით:
2.    ატესტაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ენების შემსწავლელ ცენტრში დასაქმებულ მასწავლებლებს (გარდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დასაქმებული ინგლისური ენის მასწავლებლებისა), ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა)შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან  გათანაბრებული "ფილოლოგი-ანგლისტი/-გერმანისტი/-რომანისტი" ან შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი"  ან სერტიფიკატ "CELTA "-ს მფლობელი);
ბ)უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის  სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება;
გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა;
ე) არასპეციალური მიმართულებით _ რომელიმე დარგობრივი ენის ცოდნა;
3. ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ:
ა) შემდეგი საბუთების წარმოდგენა ელექტრონული ვერსიის სახით ონ-ლაინ რეჟიმში შემდეგ მისამართზე enebis.centri@tsu.ge:
         ა.ა) განცხადება შესარჩევი კომისიის სახელზე მიმართულების მითითებით (დანართი 1);
          ა.ბ) ავტობიოგრაფია (Resuma/CV _ შესაბამის უცხო ენაზე);
     ა.გ) სამოტივაციო წერილი (email Cover Letter) შესაბამის უცხო ენაზე;
ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გადმოგზავნილ უნდა იქნას
  დასკანერებული ფორმატით შემდეგ მისამართზე enebis.centri@tsu.ge             
  ბ.ა)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ბ.ბ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები (მაგისტრის ან მაგისტრთან   გათანაბრებული ფილოლოგი_ ანგლისტი/-გერმანისტი/-რომანისტი" ან შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი"  ან  სერტიფიკატი "CELTA");
 ბ.გ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის)   
     განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
 ბ.დ) პუბლიკაციები (სასწავლო-მეთოდური);
 ბ.ე) გაკვეთილის გეგმა (Lesson plan). (გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს შესაბამის უცხო ენაზე დეტალურად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზნები, სტრატეგის, გამოყენებული ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები და მიღებული შედეგებისარგუმენტირებული აღწერა). სასურველია არასპეციალური მიმართულებით _ გაკვეთილის გეგმის თემატიკა ფარავდეს  რომელიმე დარგობრივ ენას.
 4. შეიქმნას  კომისია ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის მიზნით (დანართი 2);
5. ატესტაცია ჩატარდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საატესტაციო კომისიის მუშაობის წესის შესაბამისად და საატესტაციო კომისიის მუშაობის წესის საფუძველზე (დანართი 3);
6.    დამტკიცდეს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის ვადებულებები (დანართი 4)           
7.    მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 800 ლარის ოდენობით;
8.    მასწავლებელთა სავალდებულო კვირეული დატვირთვა განისაზღვრება  12 აკადემიური საათით;
9.    ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებელი დაიტვირთოს  მხოლოდ იმ მიმართულების (ფილოლოგიის ან არასპეციალური) საათებით, რომელიც მითითებული აქვს განცხადებაში;
10.    დამატებითი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების  საფუძველზე.
11.    ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
12.    საბუთების მიღება იწარმოებს წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე  _ ონლაინ რეჟიმში 2011 წლის 17 თებერვლიდან  28 თებერვლის ჩათვლით;
13.    ატესტაცია ჩატარდება 2011 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით;
14.    ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
15.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                    დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება