2016-03-18
ბრძანება №:36/01-01
ქართველოლოგთა საერთაშორისო მე-7 სიმპოზიუმის ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
ქართველოლოგთა საერთაშორისო მე-7 სიმპოზიუმის ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, სიმპოზიუმის სამეცნიერო კოორდინატორის, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №8565/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქართველოლოგთა საერთაშორისო მე-7 სიმპოზიუმის ჩატარების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან თვალთვაძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ელგუჯა ხინთიბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, სიმპოზიუმის სამეცნიერო კოორდინატორი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) მერაბ ელიაშვილი – რექტრის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ვახტანგ ლიჩელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ირმა რატიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ზაზა სხირტლაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ავთანდილ არაბული – აკადემიკოსი – უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ვაჟა კიკნაძე - უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ვახტანგ ჭარაია – რექტორის კონსულტანტი - საორგანიზაციო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;
პ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ქ) ირმა მაკარაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. სიმპოზიუმი ჩატარდეს 2016 წლის 17 - 22 ოქტომბერს.
3. დაევალოს კომისიას სიმპოზიუმთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხის შედგენა და განხორციელება.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის გაშუქება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა