2013-05-16
ბრძანება №:387/02-04
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2013 წლის პირველი მარტიდან - 2013 წლის პირველ აგვისტომდე) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 10.04.13წლის №122 და უნივერსიტეტის რექტორის 18.04.13წლის №43/01-01 ბრძანებების, ი. ბურდულის 07.05.13წლის №13507/02 წერილის და დ.კანდელაკის 13.05.13წლის №13838/02 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაენიშნოთ სტიპენდია, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2013 წლის პირველი მარტიდან - 2013 წლის პირველ აგვისტომდე) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 –ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტმენტს, თვეში 91500 ლარის გაცემა უზრუნველყოს უნივერსიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამით, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან (სახაზინო ანგარიშიდან).
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება