2015-07-30
ბრძანება №:129/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 29 ივლისის №4039/27-01 (კანცელარიაში რეგისტრაციის №25061/02; 30. 07. 2015) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 30 ივლისი -3 აგვისტო;
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 3 -19 აგვისტო;
გ) გამოცდა (წერითი კომპონენტი) – 20 აგვისტო;
დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 აგვისტო;
ე) გამოცდის შედეგების აპელაცია – 21 აგვისტო;
ვ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 აგვისტო;
2.
მიეცეთ 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (დანართი №1).
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა