2007-03-14
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ (ბრძანება N11/02–01)

ბრძანება № 11/02–01
14.03.2007 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14.03.2007 წ. № 01/02–01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. გულნაზი გალდავა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე)
2. ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის მდივანი)
3. შოთა მინდელი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
4. ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
5. მზია მიქელაძე – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი
6. დავით ბერეკაშვილი – მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
7. ნინო დურგლიშვილი – სოციოლოგი, ასისტენტ–პროფესორი
8. ნუგზარ წიკლაური – პუბლიცისტი, თსუ გამომცემლობის დირექტორი
9. პაატა ტურავა – სამართლის დოქტორი
10. დავით კერესელიძე – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
11. აკაკი ცომაია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
12. ალექსანდრე ცისკარიძე – მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
13. იოსებ სალუქვაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
14. რამაზ ბოჭორიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
15. დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის სამდივნო შემდეგი შემადგენლობით:

1. ნუნუ ოვსიანიკოვა –კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (სამდივნოს უფროსი)
2. ნანა გიორგაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
3. დავით ბოსტოღანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
4. რუსუდან დალაქიშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
5. ნინო ჩიხლაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი
6. ნანა ფრუიძე – თსუ ასისტენტ–პროფესორი
7. მანანა მელიქსედბეგი – თსუ ასისტენტ–პროფესორი
8. მაგული კვერნაძე – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა « უკან დაბრუნება