2017-07-10
ბრძანება №:135/01-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის, 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის, 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე
2017 წლის 16 ივნისს გამოიცა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელის №122/01-01 ბრძანება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ბრძანების მე-4 პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ნაცვლად დაფიქსირებულია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი მე-9 და მე-11 პუნქტების, თსუ რექტორის 2017 წლის 13 ივნისის №114/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტი ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი