2018-09-26
ბრძანება №:225/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“-ს ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“-ს ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბრის №18409/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 1-6 ოქტომბერს გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“.
2. კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) მიხეილ ნიორაძე - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი-კომისიის წევრი;
ვ) თამარ ჯობავა - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
ზ) ჯემალ ხუბუა - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
თ) ირაკლი მინაშვილი - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი ;
ი)ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ლ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ნ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ო) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
პ) გელა დევიძე - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის მდივანი;
3.დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №MG-ISE-18-1472, 10.09.2018) გამოყოფილი 44650 ლარის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინასური უზრუნველყოფა განხორციელდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 2018 წლის ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 10000 ლარის ოდენობით (დანართი №1).
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ - ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7.დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ვორქშოპის სათანადოდ გაშუქება.
8.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება