2017-09-26
ბრძანება №:839/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

  „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 017 წლის 10 თებერვლის №14/2017 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ", "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით  შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7.    ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი               

« უკან დაბრუნება