2008-07-25
ბრძანება №:0

* ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება № 67/01-01)

ბრძანება №67/01-01
      25.07.2008 წ
   

 

 

   ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში        
2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, რექტორის 2008 წლის 6 მაისის  #26/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის “ე”ქევპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად
                                               
ვბრძანებ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2009   სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის  ჩათვლით, სასწავლო სემესტრი განისაზღვროს 13 ოქტომბრიდან   24 იანვრის ჩათვლით. 
  2. დაევალოს  კანცელარიის  უფროსს  (ნ.ოვსიანიკოვა),  უზრუნველყოს  ამ      
    ბრძანების  გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული  
    ერთეულებისათვის;
  3. ბრძანება   განთავსდეს  თსუ - ს  ვებგვერდზე  და  სხვა  ყველასათვის   
    ხელმისაწვდომ ადგილზე;
  4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს. (პ.ტურავა)
  5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

  რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

შემსრულებელი:
სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  პ. ტურავა

« უკან დაბრუნება