2018-09-12
ბრძანება №:216/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2018 წლის  7 სექტემბრის N20 ხსდომის ოქმისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძეს 2018 წლის 21 აგვისტოს №15510/10-02  და 2018 წლის 03 სექტემბერს 17591/10 განცხადებების  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის  ქეთევან ებრალიძეს 2018 წლის 21 აგვისტოს №15510/10-02  და 2018 წლის 03 სექტემბერს 17591/10 წერილებში დასმული საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა ხარშილაძე - იურიდიული  ფაკულტეტის  პროფესორი;
ბ) გიორგი ბეზარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ნანა ქოიავა – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
დ) მანანა ჩანკაშვილი - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) მანანა ბურჯანაძე – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება .
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული
     სტრუქტურული ერთეულებისთვის.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება