2019-05-29
ბრძანება №:119/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2019 წლის 24 მაისის N9625/10 და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 24 მაისის N9590/28 კორესპონდენციების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,8. დავით ჩეკურიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი - მე-11 სასწავლო კორპუსში    არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი, ამავე კორპუსის ადმინისტრატორის ზაზა თავზარაშვილის შვებულებაში ყოფნის განმავლობაში.“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალონდეს შემდეგი სახით:

,,ზ) ნინო რობაქიძე - ლაბორატორიის გამგე -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში (NN346-348, N350 და N352 ოთახები) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება