2010-09-21
ბრძანება №:90/01-01

სსიპ ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში გასაუბრების კომისიების დამტკიცების შესახებ

სსიპ ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში
გასაუბრების კომისიების დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2  პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის 173-ე დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურაში მიღების წესის" მე-9 მუხლისა და დეკანის წარდგინების (22624/02 13.09.2010; 20636/02 09.09.2010; 2295/02 15.09.2010 23015/02 16.09.2010 23382/02 20.09.2010) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს დოქტორანტურაში გასაუბრების კომისიების შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

    ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (დანართი 1);

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5).


  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს. 
  3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                                                                     ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება