2019-08-19
ბრძანება №:205/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „სოციალური უნარები წარმატებული კარიერისთვის“ დამტკიცების შესახებ

სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უწყვეტი
განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „სოციალური უნარები წარმატებული კარიერისთვის“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11   სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 13 აგვისტოს N15579/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 13 აგვისტოს N15611/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის    ტრენინგკურსი „სოციალური უნარები წარმატებული კარიერისთვის“. (დანართი);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების     განთავსება უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება