2017-04-25
ბრძანება №:76/01-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის   10 აპრილის  №5136/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2017 წლის 7 აპრილის №5046/26, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 20 აპრილის №5359/10-02,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 18 აპრილის №5242/10-02 და თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის   21 აპრილის №5388/10-02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკატერინე ნავროზაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ვაშაკიძე – თსუ არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო პოპიაშვილი –  ფილოლოგიის დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
დ) ნინო ჩახუნაშვილი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ეკატერინე ჩიკვაიძე – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) ეფემია ხარაძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ნანა ბახსოლიანი – თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
თ) თეა ბურჭულაძე – თსუ არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) შორენა მურუსიძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) მაია ნაჭყებია – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                     მიხეილ ჩხენკელი

« უკან დაბრუნება