2020-09-01
ბრძანება №:162/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტში და აღნიშნული ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„ ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება-3-9სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი.“
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე