2019-04-05
ბრძანება №:81/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 მარტის N67/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 მარტის N67/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო ოკრიბელაშვილის 2019 წლის 04 აპრილის N8679/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 მარტის N67/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) ნინო ბეგიაშვილი - სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბი) აღმასრულებელი დირექტორი, სამუშაო ჯგუფის მდივანი.“.
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს 2018 წელს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის      პროექტის      განხორციელების      მიზნით”      კომპანიასთან
„ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და ვადების მითითებით.“
2.     დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     დაინტერესებული     პირებისათვის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების გაცნობის უზრუნველყოფა.
3.          დაევალოს   უნივერსიტეტის   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6) კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში.


რექტორი                    გიორგი შარვაშიძე 


« უკან დაბრუნება