2010-10-04
ბრძანება №:1598/01-04

სსიპ_ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ_ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების
სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2010 წლის 9 ივლისის №916/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილების მე-9 მუხლის  მე-12 პუნქტის თანახმად სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის  მე-5 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით და შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ვ) ქვეპუნტის შესაბამისად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტების ვერ მიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სტუდენტებს 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სემესტრული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში არ ჰქონდათ ინფორმაცია საგამოცდო შედეგების თაობაზე, მათ გაიარეს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე და


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ’’ვ” ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის #36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე_12 პუნქტისა და 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე


ვბრძანებ:

  1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტების ვერმიღების გამო,  შემდეგ სტუდენტებს:

    იურიდიული ფაკულტეტი:
     
    1.    გოგიაშვილი გვანცა_ სახელმწიფო დაფინანსება 50%

    2.    ტალახაძე მერი_ სახელმწიფო დაფინანსება 70%

    3.    ხვედელიძე ნატალია _სახელმწიფო დაფინანსება 30%

    4.    ხუფენია ირაკლი_ სახელმწიფო დაფინანსება 70%

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
    5.    გამყრელიძე საბა _ სახელმწიფო დაფინანსება 50%

    6.    ბართიშვილი ლევან_სახელმწიფო დაფინანსება 100%

    7.    კუპატაძე გურამ _ სახელმწიფო დაფინანსება 70%

    8.    ოსტაევი ლევან_ სახელმწიფო დაფინანსება 100%

    9.    სალაყაია ლევან_ სახელმწიფო დაფინანსება 70%

    10.    ქარქაშიძე თორნიკე_ სახელმწიფო დაფინანსება 70%


    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

    11.    ბუაძე ბექა_ სახელმწიფო დაფინანსება 70%


    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
    12.     ნიკოლაშვილი მაია_ სახელმწიფო დაფინანსება 30%

  2. გაუუქმდეთ აღნიშნულ სტუდენტებს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში და დაუბრუნდეთ გადახდილი თანხა. 
  3. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ს ნაწილში) და ეცნობოს სსიპ_განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს.
  4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო და საფინანსო დეპარტამენტებს.
  5. ბრძანება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება