2018-05-04
ბრძანება №:360/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტების 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მაგისტრანტების 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 2018 წლის 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 30.04.2018წ. №8615/10 დასკვნის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.დოლბაიას  30.04.2018წ. №8564/30 წარდგინების საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 36250 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი №1-ის მიხედვით; 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები  მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                   ნ.ოვსიანიკოვა
                  
« უკან დაბრუნება