2012-03-15
ბრძანება №:44/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის   30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის ზ. გაიპარაშვილის 2012 წლის 22 თებერვლის #3847/02, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნ. ღლონტის 2012 წლის 24 თებერვლის #4136/02, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2012 წლის 29 თებერვლის #4458/02, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის   გ. გელაშვილის 2012 წლის 14 მარტის #5842/02 წერილების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ


1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებაში და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”.  

2. შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბერის #176/02-01 ბრძანებაში:

ა)ბრძანების #1 დანართის 27-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 27.20 ქვეპუნქტი:
"27.20. ხათუნა ჩუგოშვილი - რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე (მთავარი სპეციალისტი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის ბიბლიოთეკაში წიგნად და პერიოდული გამოცემების ფონდებზე”;

ბ) ბრძანების #1 დანართის 43-ე პუნქტის 1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
"1.3. ვაჟა ლობჟანიძე _ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ინსტიტუტში განთავსებულ თსუ-ის დეპარტამენტების სარგებლობაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე”;

გ) ბრძანების #1 დანართის 43-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 4.45 ქვეპუნქტი:
"4.45. გამოყენებით კვლევით ცენტრში:
4.45.1. ნორა შარიფაშვილი-ტექნიკოსი, რეაქტორის შენობაში;
4.45.2. გივი ლობჟანიძე-უფროსი ინჟინერი, რეაქტორის შენობაში;
4.45.3. ნანა ლობჟანიძე-ინჟინერი, ლაბორატორიაში;
4.45.4. ვალენტინა სტაროდუბცევა-სპეციალისტი, ლაბორატორიაში;
4.45.5. ალექსანდრე ხუნდაძე-სპეციალისტი, საწყობში;
4.45.6. გიორგი გაბაშვილი-უბნის უფროსი, სახელოსნოში;”

დ) ბრძანების #1 დანართის 43-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 9.20 ქვეპუნქტი:
"9.20. ამირან ძოწენიძე _ მძღოლი, მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომობილი "მერსედეს ბენცი” С-220 -ზე”;

3. დაევალოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფტერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ადმიინისტრაციას და ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი 10 დღის ვადაში უზრუნველყონ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და გადაბარება ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს #3 დებულების პირველი მუხლის, მეოთხე პუნქტისა და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;”

4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ვებგვერდზე განთავსება;

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                              დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება