2008-07-14
ბრძანება №:0

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №64/01-01)

ბრძანება # 64 / 01-01
       14.07.2008 წ
 

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი  განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2008 წლის         29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  16-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ"  აკადემიური საბჭოს  2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების  საფუძველზე

                                ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით – სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
2.  კონკურსი ცხადდება 14 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოგენის ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
3.  კონკურსი ცხადდება კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების (software engineering)  სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
4.  სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში.  თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
6. ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #11269/02; 14.07.2008 წ.

 

 

 რექტორი, პროფესორი
                                           გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება