2011-12-30
ბრძანება №:522/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტების 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტების 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 დეკემბრის №122/01-01 ბრძანების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №34819/02 და 27 დეკემბრის №35235/02 დასკვნების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 16 დეკემბრის №33897/02 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 20 დეკემბრის №34307/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის III სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:
ა) სამაგისტრო პროგრამა _ საჯარო სამართალი
ა.ა) გეგენავა დიმიტრი _ 1406.25 ლარი
ა.ბ) გიორგაძე ლიანა _ 1406.25 ლარი
ბ) სამაგისტრო პროგრამა – სისხლის სამართალი
ბ.ა) ჩხაიძე გვანცა _ 1406.25 ლარი
ბ.ბ) ჩიქოვანი გვანცა _1406.25 ლარი
ბ.გ) კვირკველია სალომე _ 1406.25 ლარი
ბ.დ) მუზაშვილი დავითი _ 1406.25 ლარი
ბ.ე) მაჭარაშვილი აკაკი _ 1406.25 ლარი
გ) სამაგისტრო პროგრამა – კერძო სამართალი
გ.ა) ნოზაძე თამარი – 1406.25 ლარი
გ.ბ) ხუბაშვილი თამარი – 1406.25 ლარი
გ.გ) კაჟაშვილი გულიკო _1406.25 ლარი
გ.დ) კიკნაძე თეონა _ 1406.25 ლარი
გ.ე) კორკოტაშვილი მარიამი _ 1406.25 ლარი
გ.ვ) ლიპარტია ნინო _ 1406.25 ლარი
გ.ზ) ყურაშვილი ლია _ 1406.25 ლარი
გ.თ) კვაჭაძე ნინო _ 1406.25 ლარი
გ.ი) სახელაშვილი თათია _ 1406.25 ლარი.
დ) სამაგისტრო პროგრამა _ საერთაშორისო სამართალი
დ.ა) აღაპიშვილი ირინა _ 1406.25 ლარი
დ.ბ) მინდიაშვილი მინდია _ 1406.25 ლარი
-
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე