2018-05-10
ბრძანება №:108/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ აბესაძის 2018 წლის 7 მაისის N9198/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ავთანდილ სილაგაძე - აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი.
ბ)ელგუჯა მექვაბიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი.
გ)გივი ბედიანაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის
პროფესორი.
დ)მარინა მუჩიაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
ე)გივი ლემონჯავა - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ,,თიბისი’’ ბანკის აუდიტის კომიტეტის კონსულტანტი.
2.დამტკიცდეს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ავთანდილ სილაგაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ელგუჯა მექვაბიშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად მარინა მუჩიაშვილი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 11 ივნისისა;
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე