2016-06-22
ბრძანება №:102/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომის და საერთაშორისო კონფერენციის „მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე გამოწვევები“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომის და საერთაშორისო კონფერენციის „მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე გამოწვევები“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრათველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
2016 წლის 29 აგვისტო - 2 სექტემბერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის “ქართულ-გერმანული სკოლა და ვორქშოპი ფუნდამენტურ მეცნიერებაში“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციის „სპინის ფიზიკა, სიმეტრიები და აპლიკაცია“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
1.1
მერაბ ელიაშვილი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავნჯდომარე;
1.2
მიხეილ ნიორაძე - მეფი-ს დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.3
ერმი ქემოკლიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; თავმჯდომარის მოადგილე;
1.4
ანდრო კაჭარავა - იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;
1.5
გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.6
ნოდარ ლომიძე - მეფი-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1.7
მირიან ტაბიძე - თსუ სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიის გამგე;
1.8
ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
1.9
ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.10
ნატო ჩუბინიძე - თსუ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მ/შ ჯგუფის წევრი;
1.11
არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.12
გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.13
ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.14
თეა გერგედავა - თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.15
სერგო სანაძე - თსუ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი.
2.
დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 2016 წლის ბიუჯეტში საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 15,000 ლარის გამოყენებით (დანართი № 1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გერმანიისა საელჩოების ინფორმირება ამ ღონისძიების შესახებ.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ
ღონისძიებისა სათანადოდ გაშუქება.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. დაევალოს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს 30 აგვისტოს კონცერტის ორგანიზება.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი
დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება