2014-11-27
ბრძანება №:209/01-01

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების,  მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (40484/02; 25.11. 2014) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სალერნოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიანტი) შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 28 ნოემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსში, ოთახი №204 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 
1. ნიკოლეტა დაგა-იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
2. გიორგი ჯაიანი-ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი
3. ზურაბ მაჭარაძე-იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
4. ნინო ხმალაძე-თსუ-ს ენების ცენტრის პედაგოგი 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი, პროფესორი                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება