2020-05-29
ბრძანება №:N 95/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის N2 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:


ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი –  2 მარტი;
გ.გ)   ელექტრონული  სწავლების  კომპონენტის  გამოყენება  (თსუ  ფაკულტეტები)-23 მარტი-27 ივნისი;
გ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტი-27 ივნისი; 
გ.ე) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და მედიცინა დამამთავრებელი სემესტრების სტუდენტებისათვის – 17 მარტი-27 ივნისი;
გ.ვ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი - 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ზ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; 
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი –  2 მარტი;
ვ.გ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება (თსუ ფაკულტეტები) - 23 მარტი -27 ივნისი;
ვ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტი-27 ივნისი;
ვ.ე) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-
5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ. ვ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება