2010-06-25
ბრძანება №:56/01-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 91-ე დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 მაისის № 107/02-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის
სრულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
2. სრულ პროფესორად 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
3. ასისტენტ    პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ
იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის
სტუდენტი;
4. კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 2 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 31 საშტატო ერთეულზე, მათ შორის:
     
      მიმართულება/ქვემიმართულება
      აღმოსავლეთმცოდნეობა
      არაბისტიკა
        არაბული ფილოლოგია – 2 ასისტენტ პროფესორი;
      თურქოლოგია
        თურქული ფილოლოგია – 3 ასისტენტ პროფესორი;
        თურქეთის ისტორია _ 1 სრული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
      ასირიოლოგია _ 1 ასისტენტ პროფესორი;
        დასავლეთ ევროპული ფილოლოგია
      ინგლისური ფილოლოგია
        ინგლისური ენა _ 2 ასისტენტ პროფესორი;
      გერმანული ფილოლოგია
        გერმანული ენა _  1 ასისტენტ პროფესორი;
      ფრანგული ფილოლოგია
        ფრანგული ლიტერატურა _  1 ასისტენტ პროფესორი;
      ესპანური ფილოლოგია
        ესპანური ენა და ლიტერატურა _  1 ასისტენტ პროფესორი;
      კავკასიოლოგია
        კავკასიური ენები _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      სახვითი ხელოვნება _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      კინო-ტელე ხელოვნება _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      ფილოსოფია
        თეორიული ფილოსოფია _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      კულტურის მეცნიერებები _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      ქართული ფილოლოგია
        ახალი ქართული ლიტერატურა _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      ფოლკლორისტიკა _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      ისტორია
      საქართველოს ისტორია _ 5 ასისტენტ პროფესორი;
        შუა საუკუნეების ისტორია _ 2 ასისტენტ პროფესორი;
        ახალი და უახლესი ისტორია _ 2 ასისტენტ პროფესორი;
      არქეოლოგია _ 1 სრული პროფესორი;
      ამერიკისმცოდნეობა _ 1 ასისტენტ პროფესორი;
      ლიტერატურული ურთიერთობანი და თარგმანმცოდნეობა _ 1   
      ასისტენტ პროფესორი;
      განათლების მეცნიერებები - 1 ასისტენტ პროფესორი;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 25 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2010 წლის  26  ივლისიდან  2010 წლის 9 აგვისტოს  ჩათვლით. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
6. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 900 (ცხრაასი) ლარს, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში  540 (ხუთასორმოცი) ლარს.
7. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ)    შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2010 წლის 26 ივლისიდან   2010 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №36  (V კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი №220;
10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის წარდგინება №15445/02, 25.06.2010წ; №15457/02 25.06.2010წ.


    







რექტორი, პროფესორი                                            გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება