2013-12-30
ბრძანება №:184/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №125/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-9 და მე-12 პუნქტების ,,წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 2 ივლისის №14 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 23 დეკემბრის №39585/02 კორესპონდენციის საფუძველზე,                       

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №125/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის "ნ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ნ ) ირაკლი დვალიძე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; "

2 . დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ ი პირ ისა თვის.

3 . ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს .

4 . ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
           

 

რექტორი, აკადემიკოსი                                        ვლადიმერ პაპავა

                                     
« უკან დაბრუნება