2015-05-22
ბრძანება №:58/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, ,,სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 15 მაისის #53/02-01 ბრძანების,  უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის    ო. თაბორიძის 2015 წლის 07 მაისის №15537/02 და უნივერსიტეტის ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თ. წუწუნავას 2015 წლის 18 მაისის №16520/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ..ჰ” ქვეპუნქტი: 
,,ჰ. ედუარდ ჩიმაკაძე – სპეციალისტი (მინამბერი) - ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტი”;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის 41-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ,,დ.ა” ,,ვ” და ,,ლ.ა” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,დ.ა. გიორგი ბერიძე – პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი”;
,,ვ. სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილება:
ვ.ა. ირა მშვენიერაძე – სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი”;
ვ.ბ. გიორგი ვაშაკიძე – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი";
,,ლ.ა. ირაკლი ჯავახიშვილი – მშლიფავი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,                                   
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                   ერმი ქემოლკიძე

« უკან დაბრუნება