2017-04-07
ბრძანება №:64/01-01
2017/2018 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (4901/10; 05.04.2017) საფუძველზე
ვბრძანებ::
1.
ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 10 და 11 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში: ოთახი №115 და ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თინათინ დავითაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) გიორგი ჯაიანი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) მაია ჯავახიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)თამარ ჭუმბურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)მანანა გელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
თ)მანანა რუსიეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)ნინო დარასელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)მაია გურგენიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი;
მ)გიორგი ჩაკვეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტი, კომისიის წევრი;
ნ)გიორგი რუსიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ო)ნინო გოგნიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)გიორგი გოგსაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ)თეონა მატარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
რ)ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ს)მაია მესტვირიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ტ)ლილი ხეჩუაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
უ)ჩარიტა ჯაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ფ)მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ქ)სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე
მიხეილ ჩხენკელი
« უკან დაბრუნება