2019-07-09
ბრძანება №:561/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  თსუ აკადემიური  საბჭოს  2010 წლის  26 აპრილის  №45/2010  დადგენილებით დამტკიცებული "ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტზე    ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ" მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2019 წლის 8 ივლისის №13008/32 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. განისაზღვროს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები 8 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე;
2. ბრძანების უნივერსიტეტის    ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას,ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                  გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება