2019-09-26
ბრძანება №:204/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში  დამატების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის თამარ გიორგაძის 2019 წლის 25 სექტემბრის N18103/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მქონე 46-ე პუნქტი:

,,46. შალვა ჯანგავაძე – თსუ ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზ. №1) ასლგადამღებ აპარატებსა და N:DY00100760 საკონტროლო - სალარო აპარატზე  მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება