2009-10-07
ბრძანება №:186/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 30 იანვრის #12/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
            
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს    ცვლილება    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის
30 იანვრის   #12/02-01  ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:
ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 11 სექტემბრის #96/01-01 ბრძანების _ "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გასაუბრების ჩატარების შესახებ" საფუძველზე ჩატარებული გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მოწვეული პედაგოგის შრომის ანაზღაურების ტარიფი 2009 წლის 28 სექტემბრიდან  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)    ქულათა მაქსიმუმის 70%-სა და მეტის დაგროვების შემთხვევაში  _ 18 ლარი საათში;
ბ)    ქულათა მაქსიმუმის 50%-დან 70%-მდე დაგროვების შემთხვევაში  _ 14 ლარი საათში;
გ)    ქულათა მაქსიმუმის 50%-ზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში _ 10 ლარი საათში;

2. კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  პერსონალის  მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) და საფინანსო დეპარტამენტს (ი. საღარეიშვილი);
3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი 
                          რ. ხარბედია


« უკან დაბრუნება