2014-01-27
ბრძანება №:14/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 იანვრის №06/01-01 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)
ნატალია ბარათელი _ (თავმჯდომარე) თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
b)
მაია ჭელიძე _ (მდივანი) პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
g)
დალი ოსეფაშვილი _ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
d)
ვასილ ბარამიძე _ თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
e)
გიული კალატოზიშვილი _ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2.
დამტკიცდეს სსიპ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
3.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე