2018-11-20
ბრძანება №:288/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N127/2013 დადგენილების პირველი პუნქტით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის  3 ივნისის N3 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის მე-17 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 26 ოქტომბრის N259/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 16 ნოემბრის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგების საფუძველზე მოწვეულ იქნეს წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა  2018 წლის 21 ნოემბერს. 
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს უნივერსიტეტის I კორპუსის                  №115 აუდიტორიაში 17:30 საათზე.  
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა და  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 

რექტორი                                                                      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება