2015-11-05
ბრძანება №:164/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის    28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ო. თაბორიძის  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე  ,,ტ” ქვეპუნქტი: 
,,ტ) ლია მაჭავარიანი – პროფესორი, გეოგრაფიის დეპარტამენტის   №357 კაბინეტში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
ბ) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,რ” ქვეპუნქტი:
,,რ) ავთანდილ ქორიძე –ასოცირებული პროფესორი, ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულებაზე განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება