2013-04-12
ბრძანება №:34/02-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის ზოგადი უნარების საფასურის განსაზღვრის თაობაზე
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის ზოგადი უნარების საფასურის განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2013 წლის 05 აპრილის №10698/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის ზოგადი უნარების საფასური 2012 – 2013 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს სრული კურსისათვის – 570 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 285 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი – 285 ლარი).
2. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის ზოგადი უნარების საფასური 2012 – 2013 სასწავლო წლისათვის ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის განისაზღვროს სრული კურსისათვის – 285 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 140 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი – 145 ლარი).
3. ცალკეული სასწავლო კომპონენტის არჩევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების პირველი და მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობების შესაბამისად.
4. მსმენელს შეუძლია საფასურის ეტაპობრივად დაფარვა (პირველი ნაწილის – სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მეორე ნაწილის სწავლის დაწყების მერვე-მეათე კვირის განმავლობაში).
5. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 15 მარტის №24/02-01 ბრძანება.
6. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ.ჩომახიძე
« უკან დაბრუნება