2007-05-15
ბრძანება №:0

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული პედაგოგების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესულების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა" რექტორის 2007 წლის 15 მაისის #43/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება 91/01-01)

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული პედაგოგების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესულების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა" რექტორის 2007 წლის 15 მაისის #43/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის; უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 15 მაისის #43/01-01 ბრძანების პირველ ნაწილში და
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`3. პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის სამსახურის ადგენს წერილობით ოქმს, რომელშიც ფიქსირდება პედაგოგის სახელი და გვარი, ფაკულტეტის დასახელება გაცდენილი აკადემიური საათი. ოქმის ჩანაწერის სისწორე დასტურდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლის ან თსუ სხვა თანამშრომლის ხელმოწერით~.
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`4. მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე პედაგოგი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს განმარტება მეცადინეობის გაცდენის მიზეზების შესახებ~.
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`6. პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება:
ა) პირველი გაცდენისათვის _ ჯარიმა 25 ლარის ოდენობით, ხელფასიდან დაქვითვით;
ბ) მეორე გაცდენისათვის _ ჯარიმა 50 ლარისა ოდენობით, ხელფასიდან დაქვითვით;
გ) მესამე გაცდენისათვის _ ხელშეკრულების შეწყვეტა~.
2. ბრძანების პირველ ნაწილს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
`7. სასწავლო ცხრილის გათვალისწინებულ საათებში სტუდენტთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პედაგოგის მიერ ლექციის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ კი ის ყოველი სალექციო კურსის პირველი 20 წუთი იმყოფებოდა აუდიტორიაში~.
3. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში~, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და განთავსდეს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (მ. სვანაძე).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება