2007-05-11
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის პედაგოგთადანიშვნის შესახებ“ რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის № 03/01–03 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ (ბრძანება N10/01–03)

ბრძანება № 10/01–03
11.05.2007 წ.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის პედაგოგთა
დანიშვნის შესახებ“ რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის № 03/01–03 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

შეტანილ იქნას დამატება რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის № 03/01–03 ბრძანებაში „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის პედაგოგთა დანიშვნის შესახებ“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

1. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა დატვირთვა განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 12 საათი.

2. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა « უკან დაბრუნება