2017-07-24
ბრძანება №:807/02-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეცანის რ.ხომერიკის 2016 წლის 18 ივლისის №11642/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დაენიშნოთ სტიპენდია, 2017 წლის 20 აგვისტოდან ერთი სემესტრის განმავლობაში, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
სტუდენტებს შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადისჩათვლით):
ა) ელგუჯა გოჯიაშვილს– 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5998.75 ლარი;
ბ) ანა შალამბერიძეს– 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5998.75 ლარი;
გ) ლუკა ლომთაძეს– 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5998.75 ლარი;
დ) თეიმურაზ ნიკოლაიშვილს – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5998.75 ლარი;
ე) გრიგოლ ვაშაკიძეს– 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5998.75 ლარი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს ერთჯერადად 12500 აშშ დოლარის ექვივალენტი 29993.75 ლარი სან დიეგოს უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან (სავალუტო გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.3995 ლარი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება